რუბრიკები
Sony Pictures კომედიის „ინტერვიუ“ გამოშვებას მაინც აპირებს!
Sony Pictures კომედიის „ინტერვიუ“ გამოშვებას მაინც გეგმავს, მაგრამ სურათის მაყურებლებისთვის წარდგენის საშუალება ჯერ კიდევ შესათანხმებელია. როგორც გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება, ასეთი აზრი სტუდიის წარმომადგენელმა დევიდ ბოიზმა დააფიქსირა. „სურთი გამოვა. ჯერჯერობით არავინ გეტყვით როდის მოხდება ეს, მაგრამ აუცილებლად გამოვა“, – განაცხადა მან. იურისტის თქმით , Sony Pictures-ზე კიბერთავდასხმა არის – „დანაშაული , რომელსაც სახელმწიფო დონის მხარდაჭერა ჰქონდა“. „ეს Sony-ის ქსელური უსაფრთხოების პრობლემა არაა. ეს ნაციონალური უსაფრთხოების პრობლემაა და მთავრობა ამის გადაწყვეტაში უნდა ჩაერიოს“, – დაამატა მან. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მწუხარება გამოხატა სურათის გამოშვების გაუქმების გამო. თეთრი სახლის უფროსმა, გამოთქვა აზრი, რომ მას უნდა დაერეკა კინოთეატრების მფლობელებთან და ეთხოვა მათთვის, რომ პრემიერაზე უარი არ ეთქვათ. ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში ფიქრობენ, რომ ამ მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის დახმარებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო. „ინტერვიუს“ პრემიერა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ სახელად „თავისუფლების დამცველები“ გამოაქვეყნა გზავნილი, რომელშიც იყო მუქარა, რომ სურათის გამოშვების შემთხვევაში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი განმეორდებოდა.
Print