რუბრიკები
ნიკარაგუამ პანამის არხზე დიდი არხის მშენებლობა დაიწყო
ნიკარაგუაში 22 დეკემბერს ახალი არხის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ერთმანეთთან ატლანტის და წყნარ ოკეანეებს დააკავშირებს. ახალი არხი, პანამის არხზე ღრმა და განიერი იქნება. მისი სიგრძე 278 კილომეტრს მიაღწევს, ხოლო მშენებლობა $50 მლრდ დაჯდება. არხის მშენებლობის უფლება 1.5 წლის წინ, ჰონგ-კონგურმა კონსორციუმმა მოიგო და მათ არხი 5 წელში უნდა ააშენონ. მაგრამ, ყველა არაა ნიკარაგუაში კმაყოფილი ამ მშენებლობით. ქვეყნის მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს არხი, ქვეყანას სიღარიბიდან გამოიყვანს, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ახალი პროექტი გარემოს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და არც კია ცნობილი, მოიტანს თუ არა ის ეკონომიკურ სარგებელს. BBCNews
Print