რუბრიკები
„კარცერი ლუქსი“–ს თანამედროვე ლიტერატურა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ კახათის მეორე საჯარო სკოლას პროექტი „კარცერი ლუქსის“ ფარგლებში 63 სახის თანამედროვე ილუსტრირებული ქართული და მსოფლიო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და ლექსიკონი გადასცა.  პროექტი „კარცერი ლუქსი“–ს მიზანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურის სამკითხველო კაბინეტისა და ლიტერატურული კლუბის შექმნა იყო.  მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით კახათის მეორე საჯარო სკოლის და არა მარტო საჯაროს სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ თანამედროვე ილუსტრირებული ქართული და მსოფლიო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურითა და ლექსიკონით იხელმძღვანელონ.
Print