რუბრიკები
შარლიზ ტერონი, მეთიუ მაქკონაჰი და რალფ ფაინსი ახალ ანიმაციაში ერთიანდებიან!
სტუდია “Laika”-მ, უკანასკნელი სამი ნამუშევრით, ნამდვილად გააოცა მაყურებელი. საუბარია “კორალაინზე”, “პარანორმანსა” და “ბოქსტროლებზე”, რომლებმაც წელს ბევრი ადამიანის გული დაიპყრეს. ანიმაციურმა სტუდიამ კიდევ ერთი ახალი პროექტი დააანონსა. “საოცარი, ემოციური და წარმტაცი თავგადასვალი მითოლოგიურ ძველ იაპონიაზე” მოგვითხრობს. მას “კუბო და ორი სიმი” ერქმევა და “Laika”-ს პრეზიდენტის, ტრევის ნაიტის სარეჟისორო დებიუტი იქნება. ეს უკანასკნელი სტუდიაში მთელი ამ ხნის განმავლობაში ანიმატორად მუშაობდა. გარდა ამისა, ახალი მულტფილმი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ მასში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი და მეთიუ მაქკონაჰი შეასრულებენ! გარდა ამ ორი ვარსკვლავისა, ანიმაციას რალფ ფაინსი, რუნი მარა და ბრენდა ვაკაროც გაახმოვანებენ. მთავარი გმირის კუბოს პერსონაჟს კი “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი არტ პარკინსონი განასახიერებს. ახალ ნამუშევარში ყველაფერი იქნება: მითოლოგია, ისტორია, დაკარგული ცივილიზაციები, გმირობა, სიყვარული, მონსტრებთან ბრძოლა და ა.შ. როგორც ვარაუდობენ, “კუბო და ორი სიმი” სტუდიის საუკეთესო სურათი იქნება. ანიმაციის პრემიერა 2016 წლის 19 აგვისტოსაა დაგეგმილი
Print