რუბრიკები
„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელს ალექსანდრე მოლაშხიას სცემეს (ვიდეო)
ზუგდიდში „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელს ალექსანდრე მოლაშხიას სცემეს. როგორც დაზარალებული განმარტავს,მას თავს ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელი თემურ თოდუა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი გიორგი ჯანაშია დაესხნენ,რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით,სოციალურ ქსელში თოდუას ფოტო გააზიარა,რომელზეც მიწერილი იყო, რომ ის არის ნარკომანი და გასულ წელს სწორედ ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო დაკავებული. „თემურ თოდუამ ამაზე მომთხოვა პასუხი და მითხრა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. თოდუა არის ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას ცოლისძმა და ინციდენტის დროს სწორედ მისი სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ ეს პირები“, - განაცხადა მოლაშხიამ. მოლაშხია წუხელ პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. მომხდარ ფაქტს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა ზუგდიდის რაიონის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა მიქაიამ. იგი ამტკიცებს,რომ ზუგდიდის მერიასა და გამგეობაში ნამდვილად მუშაობენ ნარკოტიკების მომხმარებლები და ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს ინფორმაცია გადაამოწმოს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ალექსანდრე მოლაშხიას მიერ დასახელებული პირები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ბრალდებებს უარყოფენ.
Print