რუბრიკები
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა შენგელია და მისი თანამშრომლები ზუგდიდის რაიონში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ კობა გვალიას რვაშვილიან ოჯახს წინასაახალწლოდ ესტუმრნენ. მათ გვალიების ოჯახს საოჯახო ტექნიკა: პერსონალური კომპიუტერი და კომპიუტერის მაგიდა, პლაზმური ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ელექტროღუმელი, საწოლი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, ასევე, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში გიორგი ჩხოფოლიას ხუთშვილიან ოჯახს. სამართალდამცველებმა ჩხოფოლიების მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: ტელევიზორი, კომპიუტერი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტკბილეული და სხვა საკვები პროდუქტები მიუტანეს. შსს- ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშატბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარებას.
Print