რუბრიკები
მკვლელობა გალის რაიონში (ვიდეო)
გალის რაიონ სოფელ მუხურში მცხოვრებ ბულისკირიების ოჯახს სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეუვარდა,გავრცელებული  ინფორმაციით, უცნობი პირები ბულისკირიების ოჯახში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსი, 55 წლის თამაზ ბულისკირია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მის შვილს 22 წლის ლევან ბულისკირიას კი სცემეს. ის ამ დროისთვის ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობის კურსს გადის, ასევე მძიმე მდგომარეობაშია თამაზ ბულისკერიას მეუღლეც, რომელიც სოხუმის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შეიარაღებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს . დანაშაულს დე ფაქტო აფხაზეთის მილიცია იძიებს.
Print