რუბრიკები
ზუგდიდში პოლიტექნიკური კოლეჯის აღდგენას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოლეჯის პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით შეხვედრა ჩატარდა. დისკუსიის ინიციატორებმა ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის (შონიას ტექნიკუმი) აღდგენა  მოითხოვეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელოს რეგიონში პროფესიული სასწავლებლის დაფუძნების აუცილებლობაზე, დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე და მოზარდი თაობის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საჭიროებაზე ისაუბრეს. პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კოლეჯის აღდგენის მოთხოვნით  პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართავენ. “ვაპირებთ პრემიერ-მინისტრს მივმართოთ და დავუმტკიცოთ, რომ რეგიონში ტექნიკური მიმართულების კოლეჯის არსებობა აუცილებელია. ” – თქვა პოლიტექნიკური კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა იზოლდა ხასიამ. შეხვედრას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განათლების სისტემის, კოლეჯის კურსდამთავრებულები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print