რუბრიკები
გამოცხადდა ფილმის „ვარსკვლავური გზა 3“ პრემიერის თარიღი!
კინოსტუდია Paramount Pictures-მა ფილმის „ვარსკვლავური გზა 3“ პრემიერის თარიღი დააანონსა. ოფიციალურ პრეს-რელიზზე იტყობინებიან, რომ სურათი გაქირავებაში 2016 წლის 8 ივლისს გამოვა. ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ ფილმის რეჟისორად ჯასტინ ლინი დაინიშნა. ამ პერიოდში „ვარსკვლავური გზა 3“-ის ძირითადი კონკურენტი მულტფილმი „დიდი გამყინვარება 5“ იქნება , რომელიც გაქირავებაში 2016 წლის 14 ივლისს გამოვა. პროექტის სამსახიობო დასის შემადგენლობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ქრის პაინი, ზაქარი კუინტო, ზოი სალდანა, კარლ ურბანი, საიმონ პეგი და ჯონ ჩო მესამე სერიაში კვლავ გამოჩნდებიან. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სურათი „ვარსკვლავური გზა:სიბნელეში“ 2013 წელს გამოვიდა და 190 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით 467 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
Print