რუბრიკები
სოხუმი დონეცკსა და ლუგანკს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო საქმეთა სამინისტრო დონეცკსა და ლუგანსკში 22 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დატვირთული კოლონა აფხაზეთიდან ე.წ. საგანგებო საქმეთა მინისტრის ლევ კვიცინიას თანხლებით გაემგზავრება.

ჰუმანიტარული ტვირთი: თბილი ტანსაცმელი, კვების პროდუქტები, მანდარინები, სათამაშოები და წყალი, სოხუმისა და მისი რაიონების მოსახლეობამ შეაგროვა. აქციის ინიციატორია ე.წ. საგანგებო საქმეთა სამინისტრო,- წერს რია ნოვოსტი.

Print