რუბრიკები
აქცია ფოთში (ვიდეო)
პატიმარ რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფოთის მერიასთან გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსლან გუგუნავა სხვა პატიმრების დასაცავად აქტიური პროტესტის რეჟიმშია, რის გამოც აკრძალული ნივთის ჩადებით და სასჯელის მომატებით ემუქრებიან. გუგუნავას ოჯახი ქუთაისის N2 საპყრობილის ადმინისტრაციისგან მუქარის და ზეწოლის შეწყვეტას და პატიმრისთვის ნორმალური გარემოს შექმნას ითხოვს. ისინი ხელისუფლებას და უფლებადამცველ უწყებებს დროული რეაგირების თხოვნით მიმართავენ. აქცია-პიკეტი ფოთში სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ შეწყდა.
Print