რუბრიკები
2015 წლიდან სომხეთის წარმომადგენელი ევროსასამართლოში ჯორჯ კლუნის ცოლი გახდება
ადვოკატი ამალ კლუნი, რომელიც სექტებმერში ჯორჯ კლუნის მეუღლე გახდა, მომავალი წლის იანვრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასართლოში სომხეთის წარმომადგენელი გახდება. იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის მეუღლე ახალი წლიდან სტრასბურგში ერევნის წარმომადგენელი იქნება, გაერთიანებული სომხური ფონდის პრეზიდენტმა არუთ სასუნიანმა განაცხადა. ცნობილი გახდა ისიც, რომ გახმაურებულ საქმეზე „დოგუ პერინჩეკი შვეიცარიის წინააღმდეგ“ მესამე მხარეს (სომხეთს) სწორედ ამალ კლუნი დაიცავს. 2007 წლის მარტში თურქი სოციალისტი პერინჩეკი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც გენოციდის უარყოფისთვის გაასამართლეს. განსასჯელმა სომხების გენოციდის ფაქტს საერთაშორისო ტყუილი უწოდა, რის შემდეგაც ასოციაციამ „სომხები შვეიცარიაში“ მისი გასამართლება რასისტული დისკრიმინაციის მუხლით მოითხოვა. ამალ კლუნმა (ქალიშვილობის გვარია ალამუდინი) ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა დაამთავრა. 2011 წელს ამალი, როგორც ადვოკატი, „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასაჟის ინტერესებს იცავდა. მანამდე კლუნი სირიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის თანაშემწედ მუშაობდა. 52 წლის ჯორჯ კლუნმა და 36 წლის ამალ ალამუდინმა 27 სექტემბერს ვენეციაში იქორწინეს.
Print