რუბრიკები
BBC: NASA-ს ტელესკოპმა უნიკალური კადრები გადაიღო
BBC NASA-ს( National Aeronautics and Space Administration) ტელესკოპ Nustar (Nuclear Spectroscopic Telescope Array) -ის მიერ უნიკალურ ფოტოებს ავრცელებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ინოვაციური ტიპის ტელესკოპი საშუალებას მისცემს კაცობრიობას, ბევრ კითხვაზე პასუხი მოძებნოს. ფოტოებზე ასახულია მზის უნიკალური კადრები, რომელიც ამ დრომდე არც ერთ ტელესკოპს არ დაუფიქსირებია. ფოტოებზე ასახულია კონკრეტული მონაკვეთის ტემპერატურის მაჩვენებელი. მეცნიერების მოსაზრებით, თუ ახალი მასალების მეშვეობით დადასტურდება, რომ მზის გიგანტური სხივების პატარა ზომის ასლები არსებობს(ნანოსხივები), ეს კაციობრიობისთვის დიდი აღმოჩენა იქნება,რადგან პასუხი გაეცემა მეცნიერების მთავარ კითხვას, თუ რატომ არის მზის გარე ატმოსფერო უფრო ცხელი, ვიდრე მისი ზედაპირი. ტელესკოპი ორბიტაზე 2012 წელს, შორეული კოსმოსისა და ე.წ შავი ხვრელების შესწავლის მიზნით გაუშვეს.
Print