რუბრიკები
კეთრინ უოტერსტონი სტივ ჯობსის მეუღლეს განასახიერებს!
დენი ბოილის ახალი ბიოგრაფიული სურათისათვის მსახიობთა შერჩევა გრძელდება. მაიკლ ფასბენდერი უკვე დამტკიცებულია სტივ ჯობსის როლზე. სეთ როგენი სტივ ვოზნიაკს განასახიერებს, მაიკლ სტალბარგი კი – ენდი ჰერცფელდს. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მონაწილეთა სიაში კეიტ უინსლეტიც იქნება. ამჯერად ახალი ინფორმაცია ვრცელდება. სტივ ჯობსის პირველი შვილის დედის, ქრისაანის როლს კეთრინ უოტერსტონი შეასრულებს! როგორც სცენარისტი აარონ სორკინი ამბობს, ქრისაანისა და სტივის შვილი ლიზა ფილმის გარდამტეხი პერსონაჟი იქნება და მის ირგვლივ განვითარდება ჯობსის ისტორია Apple-ის შექმნამდე. სიუჟეტი სამ ძირითად სცენად იქნება დაყოფილი. ახალი ბიოგრაფიული სურათის გადაღებები 2015 წლის პირველ მეოთხედში დაიწყება.
Print