რუბრიკები
დებატები ასოციაცია "ათინათში"(ვიდეო)
ასოციაცია “ათინათში” პროექტის “დევნილი ქალების გაძილერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში დებატები გაიმართა. – "ქალი მძღოლი უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე მამაკაცი" სწორედ ეს თემა იყო დღევანდელი დებატების რეზოლუცია, სადაც ერთმანეთს ქალები და მამაკაცები დაუპირისპირდნენ. “აღნიშნული პროექტი მიზნად ქალების, განსაკუთრებით კი დევნილი ქალბატონების გაძლიერებას ისახავს და ამ მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის ტრენინგები, ადვოკატირების კამპანიის განხორციელება, დებატ-კლუბის შეხვედრები და სხვა”, – განმარტა მაკა გოგოხიამ. პროექტს “დევნილი ქალების გაძლიერებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში” კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაცია “ათინათი” ახორციელებს.
Print