რუბრიკები
ზუგდიდში საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღეს. იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად, მხოლოდ სამსახურის უფროსებს, მთავარ და წამყვან სპეციალისტებს გაეზარდათ. რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, სარიას თქმით, მათი ხელფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, ხოლო პირველი პირების, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო საერთოდ არ გაზრდილა. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბათლომე შელიამ და „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელმა - თენგიზ ხარჩილავამ. საჯარო მოხელეების გაზრდილი თანამდებობრივი სარგო ასე გამოიყურება: საკრებულოს თავმჯდომარე და მერი – 2 750 – 2 750 ლარი (არ გაზრდილა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მერის მოადგილე - 2 500 – 2 500 ლარი (მანამდე – 2 050 ლარი) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარე – 2000 – 2000 ლარი(მანამდე – 1 500 ლარი ) აპარატის უფროსი და სამსახურის უფროსი – 2000 – 2000 ლარი (მანამდე -1 490 ლარი) განყოფილების უფროსი – 1500 ლარი (მანამდე – 800 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 1 300 ლარი (მანამდე – 800 ლარი) მთავარი სპეციალისტი – 1000 ლარი (მანამდე- 580 ლარი) წამყვანი სპეციალისტი – 900 ლარი (მანამდე- 550 ლარი) უფროსი სპეციალისტი – 800 ლარი (მანამდე-520 ლარი) სპეციალისტი- 700 ლარი (მანამდე- 500 ლარი) ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  2015 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 2 მილიონ 641 ათას 600 ლარით არის განსაზღვრული, რაც ბიუჯეტის  16, 7%  შეადგენს.  
Print