რუბრიკები
“მოსე: ღმერთები და მეფეები” ეგვიპტის კინოთეატრებში აიკრძალა!
“მოსე: ღმერთები და მეფეები” ეგვიპტის კინოთეატრებში დაბლოკეს “ისტორიული უზუსტობებისა” და არააკურატულობის გამო. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფილმი ცენზურის მსხვერპლი შემდეგი მიზეზის გამო აღმოჩნდა: ბიბლიური ადაპტაცია “ამტკიცებს”, რომ პირამიდები ებრაელებმა ააშენეს. გარდა ამისა, განხილვის კომიტეტი ეწინააღმდეგება აზრს იმის შესახებ, რომ მოსემ, რომლის როლსაც ფილმში ქრისტიან ბეილი ასრულებს, წითელი ზღვა შუაზე გააპო. მათი თქმით, ეს სასწაული კი არა, ჩვეულებრივი მიწისძვრა იყო. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ფილმის ჩვენება პრემიერამდე ერთი დღით ადრე აიკრძალა. იგივე ბედი ეწია სურათს მაროკოშიც. 20th Century Fox-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია…
Print