რუბრიკები
მანდარინის ჟელე
ინგრედიენტები: მანდარინის წვენი 600 მლ შაქარი 100-200 გ ჟელატინი 16-20 გ ვანილი მომზადების წესი: მანდარინისგან გამოწურეთ წვენი და წვრილ საწურში გაწურეთ. დაალბეთ მასში ჟელატინი. შემდეგ დაამატეთ ვანილი, შაქარი და გაათბეთ, რომ ჟელატინი და შაქარი გადნეს. არ აადუღოთ. წვენი კიდევ ერთხელ გაწურეთ და ჩაასხით ფორმებში. გაციების შემდეგ შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ: ცედრით, ხილის ნაჭრებით, შოკოლადის ბურბუშელით და ა.შ.
Print