რუბრიკები
მარტვილელი მოსწავლეები პოლიციის მუშაობას გაეცნენ
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის "პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა" ფარგლებში, სოფლების: ხუნწის, ნაგვაზაოს, სერგიეთის და დიდი ჭყონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარტვილში, რაიონული პოლიციის შენობაში უმასპინძლეს და პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა პოლიციის შენობა დაათვალიერეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა და დეტექტივ-გამომძიებლებმა მოზარდებს იარაღის დაშლა-აწყობა ასწავლეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.სამართალდამცველებმა მოსწავლეებს ასევე გააცნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ინიცირებული კამპანია "არა ძალადობას". მათ მოზარდებს აუხსნეს, რომ დაუშვებელია ოჯახური ძალადობა და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, კამპანიის ძირითად მიზნებზე და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.შსს-ს თანამშრომლებთან მოსწავლეების შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის მიზანია მე-9-12 კლასების მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმაროს.
Print