რუბრიკები
ჯენიფერ ლოურენსი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია
ჯენიფერ ლოურენსმა 2015 წლის დამდეგსაც მოახერხა ჩვენი გაოცება. ის მხოლოდ 24 წლისაა, უკვე აქვს ოსკარი, წელს სიმღერის ნიჭიც გამოავლინა და გასული კვირის “ბილბორდის ცხელ ასეულში” სიმღერით “Hanging Tree” პირველი პოზიცია დაიკავა. ამით არ დაკმაყოფილდა და “ფორბსის” სიაში “2014 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში” პირველ ადგილზე მოექცა! დაწყებული ფილმიდან “იქს-ადამიანები: მომავლის განვლილი დღეები”, დამთავრებული “კაჭკაჭჯაფარათი”, ჯენიფერის შემოსავალმა 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია! ეს მაჩვენებელი 2014 წლის ბოლომდე კიდევ მოიმატებს გამომდინარე იქიდან, რომ “შიმშილის თამაშები” ჯერ კიდევ კინოთეატრებშია. გარდა ლოურენსისა, “ფორბსის” ზემოთ ხსენებულ რეიტინგში პირველი 10 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ჯენიფერ ლოურენსი – 1.4 მილიარდი დოლარი; 2. ქრის პრეტი – 1.2 მილიარდი დოლარი; 3. სკარლეტ იოჰანსონი – 1.18 მილიარდი დოლარი; 4. მარკ უოლბერგი – 1 მილიარდი დოლარი; 5. ქრის ევანსი – 801 მილიონი დოლარი; 6. ემა სტოუნი – 764 მილიონი დოლარი; 7. ანჯელინა ჯოლი – 758 მილიონი დოლარი; 8. ჯეიმს მაკევოი – 747 მილიონი დოლარი; 9. მაიკლ ფასბენდერი – 746 მილიონი დოლარი; 10. ჰიუ ჯეკმენი – 746 მილიონი დოლარი.
Print