რუბრიკები
“გაუტეხელი” და “ტყეში” კვირის ლიდერები არიან
კინოგაქირავების რეიტინგი გასული დღეების განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა! Sony-ის გახმაურებული ნამუშევარი “ინტერვიუ”, რომელმაც ერთ დღეში უკვე მიიღო ერთმილიონიანი შემოსავალი, მომდევნო 4 დღის განმავლობაში 331 კინოთეატრიდან 3 მილიონზე მეტ მოგებას ელის. თუმცა, “ინტერვიუ” მაინც ჩამორჩება 25 დეკემბერს გამოსულ ჰიტებს “გაუტეხელი” და “ტყეში”. გარდა ამისა, მას წინ უსწრებს “ჰობიტიც”, რომელიც კვლავ განაგრძობს წარმატებულ პრემიერას და 12-დღიანი ჩვენების თავზე 170 მილიონი დოლარის შემოსავალს ელის. რაც შეეხება “გაუტეხელსა” და Disney-ის ახალ მუზიკლს “ტყეში”, ისინი კვირის რეიტინგში ორდღიანი რელიზის შემდეგ 14 მილიონი დოლარით ლიდერობენ. ანჯელინა ჯოლის დრამა ოთხი დღის თავზე 52 მილიონს ელის, “ტყეში” კი – მინიმუმ 49 მილიონს. კინოგაქირავების რეიტინგში, ასევე, ლიდერობენ “ღამე მუზეუმში 2″ და “ენი”.
Print