რუბრიკები
ორცხობილა “პრინცესა”
რეცეპტის ინგრედიენტები: 3 ჭიქა ფქვილი 1 ჩაის კოვზი სოდა 1/2 ჩაის კოვზი მარილი 225 გრამი კარაქი 1 1/2 ჭიქა შაქარი 2 კვერცხი 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი 1 ცალი ლიმონის კანი 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი მომზადების წესი: 1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსზე. 2. ფქვილი, სოდა და მარილი ერთმანეთს კარგად შეურიეთ. 3. ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი მიქსერით გათქვიფეთ, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და ასე მონაცვლეობით გათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ ლიმონის წვენი, ერთი ცალი ლიმონის გახეხილი კანი და ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს ჩაუმატეთ ფქვილი და ფრთხილად შეურიეთ. შეფუთეთ და გააცივეთ ასე ნახევარი საათით. 4. თითოეული ორცხობილისთვის გამოიყენეთ ერთ-ნახევარი ჩაის კოვზი ცომი, ბურთებად დააგორგოლავეთ. დაალაგეთ ისინი საცხობ ლანგარზე 5-5 სანტიმეტრებიანი დაშორებებით. 5. აცხვთ, სანამ ორცხობილები არ შეყავისფერდება, დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ლანგარზევე დატოვეთ გასაცივებლად და შემდეგ გემრიელად მიირთვით!
Print