რუბრიკები
თმიან და წვერიან მსახიობებზე მოთხოვნილებაა!
Universal გადაღებების დაწყებას სან-ფრანცისკოში იანვრის ბოლოს გეგმავს. ახლა კი, ის ოთხმოცი-ოთხმოცდაათიანი წლების ფონის შესაქმნელად მსახიობებს ეძებს. მას ესაჭიროება 18-დან 40 წლამდე ქალები და მამაკაცები. ისინი მიმტანების, პრეზენტაციებისა და ლექციების აუდიტორიის , პრესის წარმომადგენლების, ინჟინრებისა და სპეციალისტების როლებს შეასრულებენ. „გვესაჭიროება 18-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები, მოქნილი სამუშაო გრაფიკითა და გრძელი თმებით, ან მამაკაცები, რომლებიც თმის , ბაკენბარდების და წვერის გასაზრდელად მზად არიან, რათა 80 და 90-იანი წლების შესაბამისად გამოიყურებოდნენ. მანდილოსნებს თმის ნატურალური ფერი , ზედაპირული მაკიაჟი და არც ისე თანამედროვე სტილი უნდა ჰქონდეთ. კარძოდ, ქალებზეც და მამაკაცებზეც ძალიან მისაღებია კულულები და მოცულობითი ვარცხნილობები. გადასაღებ მოედანზე თქვენთან სტილისტი იმუშავებს“, – ნათქვამია ქასთინგის აღწერაში.
Print