რუბრიკები
სკარლეტ იოჰანსონმა გვირჩია, როგორ არ მოვიმატოთ წონაში საახალწლო დღესასწაულებზე!
საახალწლო დღესასწაულები უკვე ახლოსაა; ეს კი ნიშნავს, რომ წინ მრავალი წვეულება და ოჯახური სადილები გველის. სკარლეტ იოჰანსონმა კი გვირჩია, როგორ გადავლახოთ ფიგურისთვის ეს რთული გამოცდა. მსახიობი ჭამაში თავის შეზღუდვას არ აპირებს, პირიქით ის სადღესასწაულო სუფრით ბოლომდე დატკბობას გეგმავს. „იმაზე ვზრუნავ, რომ სავარჯიშო დარბაზში დღესასწაულებამდე დიდი ხნით ადრე მოვხვდე, – უთხრა სკარლეტმა ჟურნალ People-ს. -ამ გზით, თუ ზედმეტ ტკბილეულს შევჭამ, ჩემი სინდისი მაინც სუფთა რჩება“. „მამაჩემი ალუბლის სოუსით ტრადიციულ დანიურ პუდინგს აკეთებს . ის წარმოუდგენლად გემრიელია. ასევე, ჩემს ოჯახში ყოველ წელს საახალწლო პუდინგსაც აკეთებენ. მისი გემო ხილის სოუსით გაკეთებულ ტაპიოკის პუდინგს გაგონებს. მის მომზადებაში მთელი დღე გეხარჯება და ამ დროის მანძილზე მთელს სახლში ვანილის სუნი დგას. ჩემთვის ეს სუნი ყოველთვის შობასთან ასოცირდება“.
Print