რუბრიკები
ზუგდიდის მერიის საახალწლო საჩუქრები
30 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, სოციალურად დაუცველ დევნილ და ადგილობრივ პირებს, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებსა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. სასაჩუქრე ჩანთას, რომელშიც  50 ლარის ღირებულების  სხვადასხვა  დასახელების  საკვები პროდუქტი  შედის , 281 ადამიანი მიიღებს.
Print