რუბრიკები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქველმოქმედო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთში

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მესტიის სოფელ მულახში მცხოვრები ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს.  რეგიონის პოლიციის თანამშრომლებმა  საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საკვები პროდუქტები ასევე გადასცეს ზუგდიდის, ხობის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლების  სოციალურად  შეჭირვებულ ოჯახებს.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც აპირებს.  აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში  გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

Print