რუბრიკები
ზუგდიდის გამგებელი 2014 წელს დადებითად აფასებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ  2014 წელს შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამა.მან 2014 წელი დადებითათ შეაფასა. ასევე  ისაუბრა  გარდამავალ პროექტებზე, რომლთა დასრულება  2015 წლისთვის იგეგმება. გამგებლის თქმით,  2015 წელს ყველა სოფელში მოეწყობა გარეგანათება და რეკრეაციული ზონები. ამ ეტაპზე, სოფელ დარჩელის ცენტრში, საპილოტე პროექტის ფარგლებში , პარკის მოწყობა მიმდინარეობს.  ედიშერ თოლორაიას  განცხადებით,  სოფელ რიყის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი მომავალი წლის რვა იანვარს გამოცხადდება, ხოლო მისი  მშენებლობა  2015 წელს დაიწყება.  მუნიციპალიტეტის გამგებელმა კეთილმოწყობის სამსახურს  და სოფელ რუხის წარმომადგენელს ლიკა ქვარცხავას,  ჩატარებული სამუშაოებისთვის  მადლობა გადაუხადა და  თანამშრომლებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა. 
Print