რუბრიკები
დაპირისპირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი კახა მიქაია საკრებულოს თავმჯდომარეს ლაშა გოგიას დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი მიქაიას განცხადება გახდა, სადაც ის გოგიას ნათესავებს მისი მეგობრის, ალექსანდრე (საშა) მოლაშხიას თავდასხმაში ადანაშაულებდა.  მიქაიამ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის თანამოაზრეებს "ზონდერები" უწოდა. ასევე, ის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების ინიციატივით გამოვიდა. გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ლაშა გოგიას მოქალაქე მანანა ფიფიაც დაუპირისპირდა. მისი თქმით, გოგიამ მის შვილს გიორგი სალიას, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობს და ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. საკრებულოს სხდომაზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით,  საკრებულოს ფოიეში გაგრძელდა. კახა მიქაიას მეგობარს და საქართველოს ფოსტის რეგიონალური სამმართველოს კოორდინატორს დავით სორდიას, მისივე თქმით, მისთვის უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი,შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ კახა მიქაია და გიორგი სალიას დედა  პროვოკატორებად მოიხსენია და მათ ბრალდებებს სიცრუე უწოდა.
Print