რუბრიკები
ზუგდიდის გამგეობასა და ასოციაცია „ჰანგ“–ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია „ჰანგი“–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, თანამშრომლობის გზით ასოციაცია „ჰანგი“–ს ბაზაზე არსებულ ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდ „ოდიში“–სთვის ხელის შეწყობა–განვითარება და სპორტული ზრდისთვის საჭირო პირობების, პირველადი და აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა.
Print