რუბრიკები
კახა მიქაია საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კახა მიქაიამ საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას იმპიჩმენტი მოითხოვა. მისი თქმით, იგი საკრებულოს სხდომებს არ დაესწრება, სანამ თავმჯდომარე ლაშა გოგია იქნება. „მე მივიღე გადაწყვეტილება, სანამ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე იქნება "ზონდერების" ბრიგადირი ლაშა გოგია, მე საკრებულოს სხდომებს არ დავესწრები“!. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებაში" ნაციონალები გადმობარგდნენ და ქართული ოცნების წევრებს დისკრიმინაციას უწევენ.“ „მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადამჭრელი ზომები მიიღოს და უსამართლობაზე თვალები არ დახუჭოს".-აცხადებს კახა მიქაია.
Print