რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი ერთხმად დამტკიცდა (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმდევნო წლის ბიუჯეტი 14 მილიონ 440  ათასი ლარით განისაზღვრა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელბის განმარტებით,  ბიუჯეტს  მხარი დაუჭირეს, რადგან ადგილობრივმა ხელიუფლებამ მათი შენიშვნები გაითვალისწინა. ბიუჯეტს ასევე მხარი დაუჭირა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა მიქაიამ. მისი თქმით, ბიუჯეტში არსებული ხარვეზების მიხედავად ის წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს უჭერს. მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელსეწყობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამტკიცება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლების ხელსეწყობა, მოსახლების ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, სპორტი და სხვ.
Print