რუბრიკები
ცნობილი ბრიტანელების ანდერძები
ბრიტანეთის ეროვნულმა არქივმა ინტერნეტში ცნობილი ბრიტანელების 1858 წლიდან დღემდე დაწერილი ანდერძები გამოაქვეყნა, მათ შორის - პრინცესა დაიანას, უინსტონ ჩერჩილის, ჩარლზ დიკენსის და სხვა ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ნების შესახებ გახდა ცნობილი. ”ეს არის არაჩვეულებრივი რესურსი არა მხოლოდ საოჯახო ბიბლიოგრაფებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც საზოგადოების ან ცნობილი ადამიანების ისტორია აინტერესებს,” - აცხადებს დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე. არქივის მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, ჩარლზ დიკენსს, რომელიც 1870 წელს გარდაიცვალა, საკუთარი დაკრძალვისთვის საჭირო თანხა ჰქონდა მოგროვებული. უინსტონ ჩერჩილმა კი ოჯახს 5,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუტოვა. ”1984”-ის ცნობილმა ავტორმა ჯორჯ ორუელმა ანდერძში მოითხოვა, მისი არქივები დაეკონსერვებინათ.
Print