რუბრიკები
ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი მესტიაში
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიის რაიონის სოფელ იფარში ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული 200 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის უკანონო მორი აღმოაჩინეს. ამ დანაშაულის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 22 ათასია. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.
Print