ტოლმა ვაზის ფოთოლში
08:24 / 01.01.2015
ინგრედიენტები:
საქონლის ან შერეული ფარში 500 გ
ბრინჯი 100-150 გ
ხახვი 1
მწვანილი
მარილი და პილპილი
ვაზის ფოთლები საჭიროების მიხედვით
მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაციოთ.
ფარშს შევურიოთ ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, მწვანილი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ.
თუ ვაზის ფოთლები ნედლია, აუცილებლად მოვწალოთ 1-2 წუთი მდუღარე წყალში. თუ დამარილებულია, 1-2 საათით დავალბოთ ცივ წყალში.
ფოთოლზე დავდოთ ფარში და გადავახვიოთ. ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ან წყალში გახსნილი ტომატ -პასტა. ვხარშოთ 30-40 წუთი, ხორცის მომზადებამდე.
მივირთვათ არაჟნის ან მაწვნის სოუსით
მასალის გამოყენების პირობები