წლის საუკეთესო ფილმი ჟან ლუკ გოდარის 3D ფილმი გახდა
13:25 / 06.01.2015
ჟან ლუკ გოდარის ფილმი Goodbye to Language ამერიკის ნაციონალურმა კინო კრიტიკოსთა საზოგადოებამ წლის ფილმად დაასახელა. ფრანკო-შვეიცარიელმა რეჟისორმა სულ რაღაც ერთი ხმით მოუგო რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმს Boyhood. თუმცა ლინკლეიტერსაც შეხვდა საპატიო ჯილდო და ის წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა.
გოდარმა 69 ხმიდან 25 დააგროვა. 3D ფილმი, 84 წლის რეჟისორმა დაოჯახებულ ქალზე, მარტოხელა მამაკაცზე და ძაღლზე გადაიღო.
ამერიკის ნაციონალური კინო კრიტიკოსთა ასოციაცია შედგება ქვეყნის მასშტაბით მთავარი გამოცემების კრიტიკოსებისგან. რიგით 49-ე დაჯილდოვება 3 იანვარს გაიმართა.
რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, წლის საუკეთესო სცენარისტი უეს ანდერსონი გახდა, ფილმისთვის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი. წლის საუკეთესო მსახიობი ტიმოტი სპოლი და მარიონ კოტიარი გახდნენ.
მასალის გამოყენების პირობები