რუბრიკები
“მარკო პოლო” მეორე სეზონით დაბრუნდება

Netflix-მა “მარკო პოლოს” მეორე სეზონი დააანონსა! სერიალი, რომელმაც ერთგული აუდიტორია და დადებითი შეფასებები მოიპოვა, წლის ბოლოს 10 ახალი ეპიზოდით დაბრუნდება.

სურათი Weinstein Co.-სა და Electus-ს ეკუთვნის. რეჟისორი ჯონ ფასკოა. მარკო პოლოს როლს ლორენცო რიჩელმი ასრულებს. სერიალში, ასევე, მონაწილეობენ: ბენედიქტ უონგი, ჯოან ჩენი, ზუ ზუ, ჩინ ჰენი, ოლივია ჩენგი, ტომ ვუ, რემი ჰი, ული ლატუკეფუ, მეიჰეშ ჯადუ, კლაუდია კიმი და რიკ იუნი.

ჯერჯერობით უცნობია “მარკო პოლოს” მეორე სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი.

Print