რუბრიკები
სერჟ ტანკიანი SOAD_ის ახალ ალბომზე ალაპარაკდა
ცნობილი როკ-ჯგუფის system of a down_ის ვოკალისტმა სერჟ ტანკიანმა განაცხადა, რომ ჯგუფმა შესაძლოა ახალი ალბომი გამოუშვას. “ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურნე და ახლა მხოლოდ მასზე ვართ კონცენტრირებული. ამ ტურში ბევრი რამ გამოჩნდება, რაც მთავარია, ვნახავთ, თუ სად არის სისტემა ახლა.” “რამდენიმე სიმღერის ექსკიზი მაქვს, რომელმაც შესაძლოა დიდი ტაში დაიმსახუროს. ყველაფერს ბიჭებთან შეხვედრისას გადავწყვეტ.” “ვაპირებ ალბომის გამოსვლის შესახებ მაყურებლებს განვუცხადო. თუ ალბომი გამოშვება დავაპირეთ, მერწმუნეთ, ამას პრესაზე ადრე ჯგუფის ფანები გაიგებენ.” – დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ ტურნეს, რომელსაც ჯგუფი სომხების გენოციდის 100 წლისთავს მიუძღვნის, “Wake Up the Souls” ჰქვია.
Print