Facebook-ი ხმოვან შეტყობინებებს ტექსტურში გადაიყვანს
08:12 / 26.01.2015
Facebook-მა დაიწყო ინსტრუმენტის ტესტირება, რომელიც აპლიკაცია Messenger-ში, ხმოვან შეტყობინებებს ტექსტურში გადაიყვანს, - განაცხადა სოციალური ქსელის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ მარკუსმა.
მარკუსს მიაჩნია, რომ Facebook-ის აზრით ეს ფუნქცია პოპულარული იქნება განსაკუთრებით აზიაში, სადაც ტექსტის აკრეფა კლავიატურაზე უფრო რთულია. სოციალური ქსელის ტოპ-მენეჯერს არ დაუკონკრეტებია როდის გაუშვებენ ამ ახალ სერვისს.
მისი თქმით, Facebook Messenger -ს ყოველთვიურად 500 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები