რუბრიკები
ზუგდიდის ბიბლიოთეკაში საუკეთესო მკითხველები დააჯილდოვეს (ვიდეო)
ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საუკეთესო მკითხველები გამოვლინდნენ და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამასთან ერთად დღევანდელ ღონისძიებაზე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანა გვარამიამ 2014 წლის ანგარიში წარადგინა. ბიბლიოთეკისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სტატუსის მიენიჭების შემდეგ, ქალაქის ბიუჯეტმა მისთვის 19 200 ლარი გამოყო. ამ დროისთვის ბიბლიოთეკამ 1000 ლარის ოდენობის 24 დასახელების პერიოდული პრესა, კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი შეიძინა. მანანა გვარამიას განმარტებით ბიბლიოთეკას 750 ახალი წიგნი გადაეცა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საქართველოს კიდევ ხუთ ბიბლიოთეკასთან ერთად , ჩართულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივ პროექტში, რომლის ფარგლებში ბიბლიოთეკის თანამშრომლები გადამზადნენ. ამ პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკა 1000 აშშ დოლარის ოდენობის წიგნებს შეიძენს. მანან გვარამიამ დასძინა, რომ ახლო მომავალში ბიბლიოთეკის შენობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსები დაუმონტაჟდება.
Print