რუბრიკები
პოლონური სალათა
ინგრედიენტები: 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო 1/2 ცალი კიტრი 1 ცალი პამიდორი 4 სუფრის კოვზი დაკონსერვებული სიმინდი 20 გრამი მწვანე სალათა 2 სუფრის კოვზი სიმინდის ზეთი ოხრახუში, კამა და მარილი მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ, მოვხარშოთ მარილიან წყალში და გავაცივოთ. კიტრი და პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად. სალათის ფოთლები დავკეპოთ. მომზადებული ბოსტნეული ერთმანეთს შევურიოთ, დავუმატოთ სიმინდის მარცვლები, დავასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ მწვანილით და მივირთვათ გემრიელად.
Print