რუბრიკები
გადასაღებ მოედანზე მშენებელი დაიღუპა

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის გადაღებებისთვის მომზადებისას ტაივანში ერთი მშენებელი დაიღუპა და ორი დაზიანდა.

ინციდენტი კინოსტუდიაში მოხდა.  შენობა, რომელიც გადაღებებისთვის შექმნეს, საფრთხის შემცველად ჩათვალეს და მის გასამაგრებლად სამი მუშა დაიქირავეს. მუშაობის პროცესში მოულოდნელად ჭერი ჩამოიქცა  და ამის შედეგად ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენმა ორმა ტრავმები მიიღო.

იაპონელი მწერლის სიუსაკუ ენდოს რომანზე დაფუძნებული ფილმის „მდუმარება“ გადაღებები ტაივანში უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

Print