რუბრიკები
IREX- ჩვენი მიზანია რეგიონული მედიის ხელშეწყობა (ვიდეო)
IREX- (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო)  საქართველოს ოფისის წარმომადგენლები რადიო „ათინათს“ ესტუმრნენ.  IREX-ის ხელმძღვანელი საქართველოში მეთიუ შელი რადიო "ათინათის" ჟურნალისტებს გაესაუბრა და რეგიონული მედიის პრობლემებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ადგილობრივი მედია მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე,  IREX-ის  მიზანია ხელი შეუწყოს მედიის განვითარებას. „ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტს, რომელსაც ჰქვია რეგიონული მედიის მდგრადი განვითარების ინიციატივა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონულ მედიას ვეხმარებით, რათა მათ შეძლონ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და ასევე, განვითარდნენ სხვადასხვა მიმართულებით“, - თქვა მეთიუ შელიმ. IREX-ის პროექტ „რეგიონული მედიის მდგრადი განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შერჩეულ მედია საშუალებებთან გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. პარტნიორ მედია საშუალებებთან განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ბიზნესის ზრდაზე, მენეჯმენტის ეფექტურობაზე,  ოპერაციების ქმედითობა-რენტაბელურობაზე და მაღალხარისხიანი კონტენტის შექმნაზე.  პარტნიორი საშუალებების მენეჯერები და თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ IREX-ის ტრენინგებში.  გარდა ამისა,  მათ ადგილზე ჩაუტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები და გაეწევათ მენტორობა.
Print