რუბრიკები
HIM დრამერმა დატოვა

ცნობილი ფინური როკ-ჯგუფი HIM დრამერმა დატოვა, რომელიც ჯგუფთან ერთად 16 წელი უკრავდა.

“მიმძიმს, მაგრამ უნდა განვაცხადო ჯგუფიდან ჩემი წასვლის შესახებ. მე მივდივარ საოცარი ბენდიდან, სადაც 16 ჯადოსნური წელი გავატარე. ეს იყო მოგზაურობა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება. ჩემი წასვლა რაიმე დაპირისპირებასთან არ არის დაკავშირებული, მე უბრალოდ ვიგრძენი, რომ დროა, როგორც მუსიკოსმა ნაბიჯი გადავდგა.”

“მე შევამჩნიე, რომ ტურნეს ბოლო კონცერტებზე ჩემი გული 100% სცენაზე არ იყო. მე ყოველთვის ვგრძნობდი ყველა დაკრულ წამს ჩემს გულში, მე ვგრძნობდი, რომ მუსიკა იყო ძლიერი. ახლა გულმა მითხრა, რომ წავსულიყავი და მეც მოვუსმინე მას.”

“მე მას შემდეგ შევუერთდი ჯგუფს, რაც აღმოვაჩინე, რომ ვილეს სიმღერების დაწერის შესანიშნავი ნიჭი ჰქონდა. კარგის მეტი არაფერი არ მეთქმის ჩემს ძმებზე და ჯგუფის ფანებზე, რომლებთანაც 16 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ გამოვიარე.” – განაცხადა მიკა კარპინენმა.

რამდენიმე წლის წინ მიკა კარპინენს, რომელიც ცნობილია, როგორც გას ლიპსტიკი, მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მხარზე და დიდი ხანი მკურნალობდა.

“მე ცხრა თვის მანძილზე მიჭირდა მხრის კარგად მოძრაობა. ეს იყო სტრესული 9 თვე, თუმცა ახალი ალბომის ჩაწერისას ეს სტრესი დავძლიე და მხარიც მოვირჩინე. ეს ჩემს წასვლასთან კავშირში არ არის.”

“დასასრულს მინდა მადლობა ვუთხრა ჯგუფის ფანებს უსასრულო მხარდაჭერისთვის. თქვენ გარეშე არაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი.” – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ მიკა კარპინენი ჯგუფში 1999-2015 წლებში უკრავდა. მის მოსვლამდე კი ჯგუფმა სამი დრამერი გამოიცვალა.

Print