რუბრიკები
ჯონ ლენონის წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გამომცემლობების „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ ორგანიზებით, ჯონ ლენონის წიგნის „როგორც მეწერება“ პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკოსის ეს ნამუშევარი 2 წლის წინ გამოიცა და მასში ავტორის ლექსები, მინიატურები და გრაფიკული ნამუშევრები შევიდა. გარდა ამისა, წიგნს ლეგენდარული „ბითლზის“ კიდევ ერთი წევრის, პოლ მაკარტნის წინასიტყვაობა ერთვის. “ეს არის ერთგვარი ჟონგლიორობა ჟანრებით და ენობრივი ელემენტებით. წიგნი ჯონ ლენონს ახალი კუთხით წარმოაჩენს, ის შავი იუმორით გამოირჩევა,“- აღნიშნავს წიგნის მთარგმნელი გვანცა ჯობავა. არტანუჯის მთავარი რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას თქმით, წიგნი განსხვავებული ჟანრისაა და მასში კარგად ჩანს მომღერალი „როგორც პოეტი, როგორც თავისუფალი ადამიანი“. ჯონ ლენონის წიგნი “როგორც მეწერება” უკვე გაყიდვაშია . მისი ფასი - 6 ლარია.
Print