რუბრიკები
"პაციენტთა სკოლა" - ასოციაცია "ქსენონი" ახალ პროექტს იწყებს (ვიდეო)
ასოციაცია "ქსენონმა" ახალი პროექტის - "პაციენტის სკოლა" ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა.  მსგავსი შეხვედრები თვეში ერთხელ ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც პირადად შეეხო С ჰეპატიტი და სურს მეტი ინფორმაციის მიღება ამ დაავადების შესახებ.  დღევანდელ შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:  C ჰეპატიტის ეტიოლოგია, გენოტიპები, გადაცემის გზები;
 C ჰეპატიტის მიმდინარეობა; დაავადების ფორმები, გართულებები;
 C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა;
 C ჰეპატიტის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და მეთოდები; საქართელოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. "მოუწოდებ ყველას, ვისაც ეხება С ჰეპატიტი, მოგვმართონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ ექსპერტებისგან და სპეციალისტებისგან", - თქვა ნინო ჯანაშიამ. ასოციაცია " ქსენონი" აღნიშნულ პროექტს ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის " C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა - მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ,  ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ"  ფარგლებში ახორციელებს.
Print