რუბრიკები
ზუგდიდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საპროტესტო აქცია  გამართეს.  აქციის მონაწილეებმა  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას  წიგნის - "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" პრეზენტაცია გააპროტესტეს.  ისინი  ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს პოლიტიკური აქტივობების უფლება არ აქვთ. აქციაზე შეკრებილებს ხელში ბანერები ეჭირათ, წარწერით - "ბაჩო სისხლიანი კალმით ფონს ვერ გახვალ",  "ბაჩო, როლანდი, დათა - სამეგრელოს სირცხვილი!" შეკრება "საზოგადოებრივი დარბაზის" ინიციატივით გაიმართა. სიტყვით  გამომსვლელებს შორის იყვნენ:  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები,  მხარდამჭერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  აქციაზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

ფაიფურის დასახლებაში,  რესტორან „ნიკალასთან“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია გრძელდება.  საკრებულოს წევრი კახა მიქაია და შეკრებილები ცდილობენ შევიდნენ შენობაში, სადაც ბაჩანა ახალაიას წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობს,  თუმცა სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

 „ახალაიებმა საერთოდ თუ იციან სად არის იერუსალიმი. სად იყო როლანდი აფხაზეთის ომის დროს, ის იყო შევარდნაძესთან,"  - განაცხადა კახა მიქაიამ.

 აქციის მონაწილეები წიგნის პრეზენტაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხებით და კვერცხებით არიან მობილიზებულები.

 
Print