რუბრიკები
ბანანის ბლინები
ინგრედიენტები: 2 მწიფე ბანანი 1 ჭიქა ფქვილი 1 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი 1/4 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი 1 კვერცხი 1 ჭიქა რძე 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი პირველი ეტაპი: გაფცქვენით ბანანები და ჩაჭყლიტეთ თასში. ახალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი და მარილი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და შეურიეთ. მეორე ეტაპი: დიდი ზომის თასში ჩატეხეთ კვერცხი. ჩაუმატეთ რძე, მცენარეული ზეთი და დაჭყლეტილი ბანანი. შეურიეთ ერთმანეთს და შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილის მასაც. შეურიეთ ოდნავ ხორკლებიანი თხევადი ცომის მიღებამდე. მესამე ეტაპი: გააცხელეთ ცხიმიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე და დაიწყეთ ცხობა. 1/4 ჭიქა თხევადი ცომისგან 1 ბანანის ბლინი გამოგივათ. აცხვეთ ბანანის ბლინი, სანამ ოქროსფერი არ გახდება ორივე მხრიდან და მიირთვით, სანამ ჯერ კიდევ ცხელია!
Print