რუბრიკები
კვერცხი სოკოთი უნგრულად
მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 8 ც. კვერცხი, 600 გრ. სოკო, 1 თავი ხახვი, 100 გრ. კარაქი, 2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში, 150-180 გრ. ნაღები, 2 ს/კ დახეხილი ყველი (უკეთესია “ემენტა ლერი”), მარილი, დაფქული წითელი პილპილი – გემოვნებით. მომზადების წესი: ხახვი დაჭერით. სოკო კარგად და სწრაფად გარეცხეთ ცივ წყალში და დააქუცმაცეთ. დიდ ტაფაში გაადნეთ დაახლოებით 80 გრ. კარაქი, მოდაღეთ ხახვი და ოხრახუში, დააყარეთ სოკო და შეწვით ერთად. შეანელეთ მარილით და პილპილით. აიღეთ ტაფა გაზქურიდან, მომზადებულ სოკოს მოასხით ნაღები და ამოურიეთ ბრტყელ, ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით დარჩენილი კარაქი, დაასხით სოკოს მასა, გააკეთეთ 8 ჩაღრმავება და თითოეულში ჩაახალეთ თითო კვერცხი. მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი და შედგით წინასწარ 175° С–მდე გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 8 წუთით. ცილა უნდა გამაგრდეს, გული – კი დარჩეს ნახევრად თხევად მდგომარეობაში. სუფრაზე გაიტანეთ ბოსტნეულის სალათთან ერთად.
Print