Error
რუბრიკები
მეგრული ჭვიშტარი
ინგრედიენტები: თეთრი სიმინდის ფქვილი (ძალიან დაფქვილი არა) 2 ჭიქა თბილი რძე 1/2 ჭიქა შაქარი 1/2 ს/კ. კარაქი 20-30გრ. რაფინირებული მზესუმზირის ზეთი 1 ჭიქა მარილი გემოვნებით. მომზადების წესი: ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავასხათ 1/2 ჭიქა წყალი და ნახევარი ჭიქა თბილი რძე რძე, დავამატოთ დარბილებული კარაქი, შაქარი, მარილი, ხელით კარგად მოვზილოთ ერთიანი მასის მიღებამდე, (თუ ცომი მშრალი გამოვიდა დავამატოთ წყალი ან რძე ან ორივე ერთად არეული). სულგუნი დავჭრათ დაახლოებით 5–6 სმ. სიგრძეზე და თითის სისქეზე. ცომის პატარა გუნდა, მოვათავსოთ ხელის გულზე, ჩავდოთ ყველი და ყველა მხრიდან ცომით დავფაროთ (ასე გავაკეთოთ ცომის დანარჩენი ნაწილები). ცხიმდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე მოვათავსოთ რამდენიმე მომზადებული ჭვიშტარი და შევწვათ ორივე მხრიდან შებრაწვამდე. (შემწვარი ჭვიშტარი მოვათავსოთ ქაღალდის ფურცელზე, რათა განთავისუფლდეს ზედმეტი ცხიმისაგან). სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
Print