Error
პოლიტიკა
ბაჩო ახალაია - ჩემი მეგობრები უკრაინაში იბრძვიან, რომელთა ოჯახებს უშიშროების თანამშრომლები აწიოკებენ
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია უშიშროების თანამშრომლებს "უკრაინაში მებრძოლი მეგობრების" ოჯახების დევნაში ადანაშაულებს. როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე ახალაიამ განაცხადა, მისი თითქმის ყველა მეგობარი დღეს იბრძვის უკრაინაში, რომელთა ოჯახებს აწიოკებენ უშიშროების თანამშრომლები, ოჯახებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ მიატოვებენ ბრძოლას, მათ წაეყენებათ ახალი ბრალები და გამოცხადდება მათზე ძებნა. "ბევრი ჩემი მეგობარიც ხვალ-ზეგ მიდის და მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არ გადაიფიქრებენ ჩაუდებენ ნარკოტიკს, ჩაუდებენ იარაღს! უკრაინელები ჩვენ გვეხმარებოდნენ 20 წლის წინ და ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდში, ეს არ არის მარტო მათი ბრძოლა, იქ რაც უფრო მეტი მტერი, რაც უფრო მეტი ტერორისტი განადგურდება, მით უფრო ნაკლები დაგვხვდება ჩვენ სოხუმში!" - განაცხადა პატიმრობაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
Print